პსჟ, დორტმუნდის ბორუსია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“პრიორიტეტი 3 ქულაა“ - ლუის ენრიკე დორტმუნდთან მატჩის წინ

2023/2024 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა იწყება. პირველ ტურში „პარი სენ ჟერმენი“ „დორტმუნდს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.

ლუის ენრიკე:

„პსჟ-ს კარგი ხასიათი აქვს. ჩემი ფეხბურთელები არასდროს ნებდებიან, დიდ ზეწოლას ახდენენ და ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან. ეს ბრძოლები კი ინტენსიურია. ისინი ბურთით და უბურთოთ ბევრს დარბიან და თამაშობენ ისე, როგორც მე მინდა. საზოგადოება გარკვეულ საკითხებს სხვანაირად ხედავს და მათ საუკეთესო შედეგები სურთ.

ჩემი შეფასებით, ფეხბურთელები 10 ქულიდან 10-ს იმსახურებენ. შეუძლია, თუ არა მბაპეს ჩემპიონთა ლიგა მოგვაგებინოს? ასეთი დიდი ტურნირის მოსაგებად 11 კი არა 23 ფეხბურთელია საჭირო. ამისთვის კი თითოეული ჩემი მოთამაშე მზად არის.

რაც შეეხება „დორტმუნდს“, პსჟ ამ გუნდს კარგად იცნობს. წარსულში არაერთხელ მოუწიათ ერთმანეთთან თამაში. ადვილ დაპირისპირებას არ ველოდები. ჩვენი მოწინააღმდეგე კარგად ორგანიზებული გუნდია და ხიფათის შექმნა შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი გუნდის პრიორიტეტი 3 ქულაა.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „დორტმუნდის ბორუსიას“ მატჩი 19 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს რაღაც უნიკალური იყო“ - რამოსმა ემოციები ვერ დამალა
“ეს რაღაც უნიკალური იყო“ - რამოსმა ემოციები ვერ დამალა