სპეკულაციებს ყურადღებას არ აქცევს - რუდი გარსიას გათავისუფლების არ ეშინია
როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ იდეალური ფორმისგან შორს არის. ქულების დაკარგვის ფონზე, „პარტენოპეი“ ვერც დამაჯერებელ ფეხბურთს თამაშობს.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გულშემატკივრებს არ მოსწონთ და დანიშვნიდან 2 თვეში რუდი გარსიას გადადგომას ითხოვენ.
სიტუაცია მას შემდეგ უფრო გამწვავდა, რაც „ნაპოლიმ“ „ჯენოასთან“ ქულები დაკარგა. ნეაპოლში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ გარსიას წასვლა სურს.
იტალიური გამოცემა CalioNapoli ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი სიმშვიდეს ინარჩუნებს და სპეკულაციებს ყურადღებას არ აქცევს. წყაროს ცნობით, რუდის არ ეშინია, რომ შესაძლოა გაათავისუფლონ და თავის საქმის კეთებას მშვიდ გარემოში აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 4 მატჩი გაიმართა, საიდანაც 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, ერთი კი წააგო. შემდეგ ტურში „პარტენოპეი“ „ბოლონიას“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 24 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:0-დან დაიწყება.