მარცხი ფინალში - გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მეორე მედალი მოიპოვა.
125+ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილი ფინალში ირანელ ამირ ზარეს შეხვდა და უშანსოდ, 0:11 დამარცხდა.
პირველი პერიოდი ქართველმა ფალავანმა 0:3 დათმო, მეორე პერიოდში კი მეტოქესგან კიდევ 8 ქულა გაუშვა. უნდა აღინიშნოს, რომ ზარემ შეხვედრა გდების გარეშე მოიგო და ყველა შემთხვევაში პეტრიაშვილი საჭიდაო ხალიჩის გარეთ გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი შოთა ფარტენაძემ მოიპოვა. ხვალ კი მსოფლიო ჩემპიონობისთვის ვლადიმერ გამყრელიძე იბრძოლებს, ბრინჯაოს მედლის მოპოვებას კი მირიან მაისურაძე შეეცდება.