ლაშა ტალახაძე, გიორგი ჭინჭარაული
Aa
Aa

„ერთი დღის კლინიკაში გატარება მოგვიწია“ - რა დაემართა ტალახაძეს საუდის არაბეთში

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი, გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ 7-გზის მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს დღევანდელ გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე კენჭის გავლა დაემართა, რის გამოც დღეს ასპარეზობა ტკივილგამაყუჩებლების თანხლებით უწევდა. ჭინჭარაულმა ტალახაძის ხელის მდგომარეობის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია.

რა წერია განცხადებაში:

საღამო მშვიდობის! უამრავი ადამიანი მიგზავნის შეტყობინებას ლაშას მაჯის ტრავმასთან დაკავშირებით...

გპასუხობთ: პირველადი შემოწმებით ადგილი აქვს მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის დაჭიმვას და მსუბუქ დაჟეჟილობას...

დეტალურად გვეცოდინება როგორც კი გავივლით სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას თბილისში...

აქვე აღვნიშნავ, რომ ლაშა იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე ჯანმრთელად...

სამწუხაროდ 4 დღის წინ, საუდის არაბეთში, დაემართა ე.წ. კენჭის გავლა თირკმლიდან, რის გამოც მოგვიწია 1 დღის კლინიკაში გატარება, უამრავი ანალიზის და სხვადასხვა მედიკამენტის მიღება, მათ შორის გამაყუჩებლების...

ამ ფაქტმა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად იმოქმედა სპორტსმენის შესაძლებლობებზე...

მადლობა ღმერთს, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა! ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს! წინ, პარიზის ოლიმპიური თამაშებისკენ!

შეგახსენებთ, რომ დღეს, ლაშა ტალახაძემ ატაცში 220 კგ, აკვრაში 253 კგ, ორჭიდის ჯამში კი 473 კგ. დააფიქსირა და სამ ოქროს მედალთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონობა ისტორიაში მეშვიდედ იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცით, მეტოქეს რა უნდა დავუპირისპიროთ“ - შარიქაძე და მატკავა მომდევნო მატჩზე
„ვიცით, მეტოქეს რა უნდა დავუპირისპიროთ“ - შარიქაძე და მატკავა მომდევნო მატჩზე