მირიან მაისურაძე, ვლადიმერ გამყრელიძე
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: გამყრელიძე ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს დელეგაციიდან ფინალში გასვლა მხოლოდ ერთმა მოჭიდავემ შეძლო.

79 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვლადიმერ გამყრელიძემ ნახევარფინალში უკრაინელი მიჰაილოვი დამაჯერებლად, 10:4 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

1/2 ფინალამდე გამყრელიძემ 1/4 ფინალში ყაზახ საკაიევს 8:1 მოუგო, 1/8 ფინალში კი ლატვიელ ამიროვს 8:0 ძლია.

დღესვე, ფინალში გასვლა მირიან მაისურაძესაც შეეძლო, თუმცა ქართველმა ფალავანმა ყაზახი მეტოქის ბარიერის დაძლევა ვერ შეძლო.

საგულისხმოა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ავთანდილ კენჭაძეც, რომლის ბედიც რუს სიდაკოვზე იყო დამოკიდებული, რომელმაც ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ბაირამოვი დაამარცხა და ამით, კენჭაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მისცა. ფინალური ბლოკი ხვალ, საქართველოს დროით 20:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები