ლაშა ტალახაძე, ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

7-გზის მსოფლიო ჩემპიონი! - ტალახაძემ პლანეტა კიდევ ერთხელ დაიპყრო

საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ფიცარნაგზე ყველა დროის საუკეთესო ძალოსანი, ლაშა ტალახაძე წარსდგა, რომელმაც კარიერაში მე-7 მსოფლიო ჩემპიონობას შეუტია.

ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა ძალოსანმა ატაცში პირველ ცდაზე 208 კილოგრამი აწია, მეორე მისვლაზე 215 კილოგრამი დააფიქსირა, კატეგორია კი 220 კილოგრამის აწევით დაასრულა, რაც მონაწილეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო და ატაცში ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება აკვრას, ქართველმა გოლიათმა პირველობა აქაც არავის დაუთმო. ტალახაძემ პირველ მისვლაზე 245 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე 253 კილოგრამს გაუმკლავდა, მესამე მისვლაზე კი 260 კილოგრამის დაძლევა ვერ შეძლო, თუმცა 253 კილოგრამი ყველა მონაწილეოს შორის საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა და აკვრაშიც მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 473 კილოგრამი დააფიქსირდა და საერთო ჯამში ტურნირზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

კრისტალბეთი - ლაშა ტალახაძის გენერალური სპონსორი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები