გიორგი ბერიძე, ქოჯაელისპორი
Aa
Aa

ბერიძის წარმატებული დებიუტი - საგოლე პასი მოგებულ მატჩში

თურქეთის რანგით მეორე ლიგაში „ქოჯაელისპორში“ გიორგი ბერიძის დებიუტი შედგა, მე-5 ტურში „ქოჯაელისპორმა“ შინ „ბოლუსპორი“ 2:1 დაამარცხა. ანგარიში 48-ე წუთზე გაიხსნა, გიორგი ბერიძის საგოლე პასის შემდეგ დუგლას ტანკემ გახსნა. ამ ეპიზოდში ქართველმა გარემარბმა მეტოქის ორ ფეხბურთელს აჯობა და თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა.

5 ტურში „ქოჯაელისპორმა“ 9 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის მე-5 ადგილზეა.

ბერიძე 2022-23 წლებში თურქეთის სუპერლიგის „ანკარაში“ თამაშობდა, 29 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. ახლახან „ანკარასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერა „ქოჯაელისპორს“ დაუკავშირა, რომელიც თურქეთის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს და გუნდის მიზანი ელიტაში აღზევებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები