ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, რუდი გარსია
Aa
Aa

„გათავისუფლებასთან ერთ ნაბიჯშია“ - იტალიური პრესა ნაპოლისა და გარსიაზე

„ჯენოა“ „ნაპოლის“ (2:2) შემდეგ, იტალიაში რუდი გარსიას თანამდებობიდან დათხოვნის იდეას სულ უფრო მეტი მხარდამჭერი გაუჩნდა. და ეს ყველაფერი სერია A-ს მხოლოდ 4 ტურის შემდეგ ხდება.

Area Napoli იტალიელი ჟურნალისტის დიეგო დე ლუკას კომენტარს ავრცელებს, რომელიც დე ლაურენტისს რუდი გარსიას დათხოვნას და მის ნაცვლად ანტონიო კონტეს დანიშვნას ურჩევს.

„რუდი გარსიას დანიშვნა შეცდომა იყო. ზოგადად უშეცდომო არავინაა, ყოველთვის იქნება არასწორი გადაწყვეტილებები. ვინც უშეცდომოდ მუშაობას ითხოვს, ის სულელია. ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროა. გარსიას ნაცვლად კონტე - შეთავაზება ნათელია“.

- წერს დიეგო დე ლუკა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, კონტე ამჟამად უმუშევარია.

IL Mattino კი წერს, რომ თუ ნეაპოლელები დადებითი შედეგების დაფიქსირებას მალე არ დაიწყებენ, აურელიო დე ლაურენტისი ფრანგ სპეციალისტს თანამდებობიდან დაითხოვს.

„ფრე არ არის კატასტროფული შედეგი, მაგრამ ინტერი და იუვენტუსი პარალელურად შესანიშნავ ფორმაში არიან. ნაპოლი წელს როგორც ჩანს, ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს, გარსიას გუნდი საკმაოდ მძიმედ გამოიყურება. გარსია დათხოვნასთან ერთ ნაბიჯშია“.

- წერს IL Mattino.

სექტემბერში „ნაპოლი“ კიდევ 4 მატჩს გამართავს და სავარაუდოდ რუდი გარსიასთვის ეს გადამწყვეტი მონაკვეთი იქნება. ნეაპოლელები 20 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში სტუმრად „ბრაგას“ დაუპირისპირდებიან, შემდეგ 24-ში ასევე სტუმრად „ბოლონიას“ შეხვდებიან, 27-ში „უდინეზეს“ უმასპინძლებენ და 30-ში „ლეჩეს“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არ ესმის, რატომ შეცვალეს - ხვიჩა შეცვლით უკმაყოფილო დარჩა
არ ესმის, რატომ შეცვალეს - ხვიჩა შეცვლით უკმაყოფილო დარჩა