ოთარ კიტეიშვილი, ზალცბურგი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილი: არც კი დამინახავს ბურთი როგორ წავიდა კარისკენ

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში ოთარ კიტეიშვილმა „ზალცბურგს“ ბრწყინვალე გოლი გაუტანა, მისი გოლით ანგარიში 1:1 გახდა, საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა. შესანიშნავი გოლის გარდა კიტეიშვილმა საგოლე პასი შეასრულა.

მატჩის შემდეგ კიტეიშვილმა მედიასთან ისაუბრა: „ეს დიდებული იყო, არც კი დამინახავს ბურთი როგორ წავიდა კარისკენ’’.

„ზალცბურგთან“ მატჩზე: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშებთ. ანალოგიურად ვფიქრობ მეორე ტაიმის საწყის 25 წუთზე, მაგრამ შემდეგ „ზალცბურგი“ უკეთესი იყო. თამაშის შედეგი სამართლიანია’’.

UEFA-ს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „შტურმი“ ლისაბონის „სპორტინგს“ მიიღებს, შეხვედრა 21 სექტემბერს გაიმართება (21:00). კიტეიშვილმა მოახლოებული შეხვედრის შესახებაც ისაუბრა:

„ზალცბურგის“ მსგავსად ლისაბონის „სპორტინგიც“ ძლიერი გუნდია. „ზალცბურგთან“ ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ „სპორტინგთან“ შეხვედრაში ოდნავ უკეთესები უნდა ვიყოთ’’.

27 წლის ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, „შტურმში“ 10 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 3 გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები