ნაპოლი, ჯენოა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“64-ე წუთზე აფეთქდა“ - CalcioNapoli24-ის შეფასება

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ჯენოას“ დაუპირისპირდა და მორიგი ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მინდორზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა CalcioNapoli24-მა „პარტენოპეის“ ფეხბურთელები შეაფასა და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც კვარაცხელიაა.

რას წერს CalcioNapoli24?

„ბურთის მოსაპოვებლად საკმაოდ კონცენტრირებული იყო, მაგრამ პირველი ნახევარი საათი არაფერი გამოსდიოდა. შემდეგ 2-წუთიან მონაკვეთში დე ვინტერს და რეტეგის ყვითელი ბარათები მიაღებინა. მისი შემდეგი აფეთქება 64-ე წუთზე მოხდა, ხოლო პირველი კარში დარტყმა 72-ე წუთზე.“

საერთო ჯამში, აღნიშნულმა გამოცემამ ქართველ ფეხბურთელს 5.5 ქულა დაუწერა. შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ოფიციალურ მატჩში ბოლოს მიმდინარე წლის 19 მარტს გაიტანა.

რაც შეეხება რუდი გარსიას გუნდს 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება, თუმცა კონკურენტებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „პარტენოპეი“ შემდგ შეხვედრას 24 სექტემბერს „ბოლონიას“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

ხვიჩას ყველა მომენტი "ჯენოასთან"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას ბრწყინვალე რეაქციები  - ვალენსიამ ატლეტიკო გაანადგურა
მამარდას ბრწყინვალე რეაქციები - ვალენსიამ ატლეტიკო გაანადგურა