კიტეიშვილის დაუვიწყარი გოლი - შტურმმა და ზალცბურგმა ქულები გაიყვეს
ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „შტურმმა“ „ზალცბურგს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
აღნიშნული დაპირისპირება ოთარ კიტეიშვილისთვის იყო გამორჩეული, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა 1:0 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევრის 53-ე წუთზე კიტეიშვილმა საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.
ზუსტად 10 წუთში, ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე პასი შეასრულა და სარკარიას გაატანინა. მასპინძელთა სიხარული მხოლოდ 10 წუთი გაგრძელდა და 73-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს.
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „შტურმს“ 17 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ პოზიციაზე კი „ზალცბურგია“, რომელსაც 19 ქულა აქვს.