საგოლე გადაცემა - ალ-ჰილალში ნეიმარის დებიუტი შედგა
ნეიმარმა პსჟ-დან გადასვლის შემდეგ, საუდის არაბეთის ლიგაში პირველად ითამაშა და „ალ-ჰილალის“ მაისურით საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბრაზილიელი „ალ-რიადთან“ მატჩში მოედანზე 64-ე წუთზე (3:0-ის დროს) გამოჩნდა და 83-ე წუთზე მალკომს საგოლე გადაცემა გაუკეთა. „ალ-ჰილალმა“ საბოლოოდ 6:1 მოიგო.
ეს 2023/24 წლების სეზონში საკლუბო დონეზე ნეიმარის პირველი მატჩი იყო. იქამდე მან ბრაზილიის ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 მატჩი გამართა და პელეს რეკორდიც მოხსნა.
ნეიმარმა „ალ-ჰილალში“ დებიუტის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა:
„ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებითა და დებიუტით. მადლობა ქომაგებს პატივისცემისთვის“.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ნეიმარი 90 მილიონ ევროდ გაყიდა. ბონუსების ჩათვლით პარიზელები ჯამში 120 მილიონს მიიღებენ.