რის ჯეიმსი
Aa
Aa

რეალი დაცვის ფლანგების გაძლიერებას დევისით და ჯეიმსით გეგმავს

მადრიდის „რეალი“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, დაცვის ფლანგების გაძლიერებას გეგმავს და ისეთი ფეხბურთელების გაფორმებას შეეცდება, რომლებიც გუნდს პრობლემას წლების განმავლობაში მოუგვარებს.

As-ის ცნობით, „სამეფო კლუბი“ მარცხენა მცველად ალფონსო დევისის, ხოლო მარჯვენა მცველად რის ჯეიმსის შეძენას განიხილავს.

„რეალი“ დევისს უკვე 2 წელია უმიზნებს და 2024 წლის ზაფხულში კანადელისთვის ოფიციალურად ბრძოლასაც გეგმავენ. დაცვის მარცხენა ფლანგი მარსელოს წასვლის შემდეგ არასტაბილურია.

რაც შეეხება ჯეიმსს, კლუბში მას დანი კარვახალის გრძელვადიან შემცვლელს ხედავენ. ესპანელი ახლა 31 წლისაა.

„რეალმა“ ინგლისელის შეძენის შესაძლებლობა 2023 წლის გაზაფხულზე განიხილა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმების დიდმა რაოდენობამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ფეხბურთელის მიმართ ინტერესზე, თუმცა მადრიდელები მას მაინც აკვირდებიან და სავარაუდოდ მიმდინარე სეზონი გადამწყვეტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლის ტაქტიკური კოლაფსი! სად გაქრა ნაკრების ხასიათი?
სანიოლის ტაქტიკური კოლაფსი! სად გაქრა ნაკრების ხასიათი?