ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

ავთანდილ ასათიანი : "მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრი ჯერ ნაადრევია"

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის პირველი მატჩი სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა.

თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. სომხეთთან მატჩში ჩვენი გუნდის რიგებში გოლები ირაკლი თოდუამ და ბრუნო გომესმა გაიტანეს.

შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ავთანდილ ასათიანს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ჩატარებული 100 მატჩისთვის სამასხოვრო მაისური სფფ-ის გენერლაურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადასცა. 

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „სომხეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, რაც მოედანზეც დადასტურა. რეალისტები უნდა ვიყოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრი ჯერ ნაადრევია. დღევანდელი გამარჯვება ერთ-ერთი ნაბიჯი იყო ამ გზაზე. წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ. ხუთ დღეში პორტუგალიასთან გველის რთული თამაში და ბევრი უნდა ვიშრომოთ. თუ მომავალშიც ამდენი მაყურებელი ივლის ჩვენს თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, ყველას ერთად დავამარცხებთ. 100 მატჩი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ბედნიერი ვარ, თუ პატარა აგური მაინც მაქვს დადებული ჩემი ქვეყნისთვის“

მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეორე შეხვედრას ჩვენი გუნდი პორტუგალიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. შეხვედრა 21 სექტემბერს, თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლის ტაქტიკური კოლაფსი! სად გაქრა ნაკრების ხასიათი?
სანიოლის ტაქტიკური კოლაფსი! სად გაქრა ნაკრების ხასიათი?