დევისის თასი, ზურაბ ტყემალაძე, საბა ფურცელაძე
Aa
Aa

ტუნისს ვამარცხებთ - ფურცელაძისა და ტყემალაძის გამარჯვებები დევისის თასზე

ჩოგბურთში, დევისის თასზე საქართველოს მეტოქე ტუნისია. შეხვედრები კასპში, სოფელ ახალქალაქში იმართება. საქართველომ ერთეულთა შორის ორი შეხვედრა მოიგო და ტუნისს 2:0-ს ამარცხებს.

დღეს ორი დაპირისპირება შედგა, საბა ფურცელაძემ (443) ტუნისელი მოეზ ეჩარგი (299) ორ სეტში 6:1, 6:4 დაამარცხა.

ზურაბ ტყემალაძემ აზიზ დუგაზთან პირველი სეტი 1:6 დათმო, მეორე სეტს 1:5-ს აგებდა, თუმცა შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა და სეტი 7:6 მოიგო. მესამე სეტში ტყემალაძე 1:4-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის სცენარი ამჯერადაც შეცვალა და 6:4 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ტუნისს შორის წყვილთა დაპირისპირება ხვალ, 16 სექტემბერს, 13:00 საათზე დაიწყება. წყვილა შორის საქართველოს სახელით ალექსანდრე მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში იასპარეზებენ. გარდა ამისა, წყვილთა შეხვედრის შემდეგ ერთეულთა შორის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.

საქართველო-ტუნისს შორის გამარჯვებული 2024 წელს მსოფლიო თასი I-ის ფლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები