კარიმ ბენზემა, სოლომონ კვერკველია, ალ იტიჰადი
Aa
Aa

ბენზემას გამარჯვების გოლი - ალ ოხდუდში კვერკველია საუკეთესო იყო

საუდის არაბეთის უმაღლესი ლიგის მე-6 ტურში „ალ ოხდუდი“ შინ „ალ იტიჰადთან“ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 72-ე წუთზე კარიმ ბენზემამ გაიტანა. „ალ იტიჰადში“ ყველაზე მაღალი შეფასება გოლის ავტორმა კარიმ ბენზემამ მიიღო - 8,4. „ალ იტიჰადში“ ასევე ითამაშეს ნგოლო კანტემ და ფაბინიომ.

„ალ ოხდუდში“ საუკეთესო სოლომონ კვერკველია იყო, მან სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, Sofascore-მა 7,7 დაუწერა. 31 წლის ცენტრალურმა მცველმა 9 ორთაბრძოლიდან 7 მოიგო, 36 პასიდან 29 ზუსტად შეასრულა (81 პროცენტი). მისი 13 გრძელი პასიდან 8 ზუსტი გამოვიდა. ასევე, კვერკველიამ მეტოქის 7 შეტევა ჩაშალა.

ქართველი მცველის გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან 4 დათმო, მხოლოდ 1 მოიგო, 2 გოლი გაიტანა და 6 გაუშვა. 18-გუნდიან ჩემპიონატში „ალ ოხდუდი“ 4 ქულით მე-13 ადგილზეა, ბოლოადგილოსნებს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

მე-7 ტურში, 22 სექტემბერს, „ალ ოხდუდი“ შინ „ალ ხალიჯს'' შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები