სამგურალი VS თბილისის დინამო - საქართველოს თასის წილისყრის შედეგები
საქართველოს თასის ¼-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ყველაზე მეტად ბათუმის „დინამოს“ გაუმართლა, რომელიც მესამე ლიგის თბილისის „ირაოს“ შეხვდება, თუმცა მატჩი არა ბათუმში, არამედ კასპის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, სადაც „ირაო“ საშინაო შეხვედრებს მართავს.
საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ რანგით მეორე ლიგის ფოთის „კოლხეთს“ ესტუმრება.
ყველაზე დიდ ინტერესს ორი შეხვედრა იწვევს: საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის „დინამოს“ მეტოქე წყალტუბოს „სამგურალია“, შეხვედრა წყალტუბოში გაიმართება. ანალოგიურად დიდი ინტერესს იწვევს გორის „დილასა“ და „საბურთალოს“ დაპირისპირება, ეს მატჩი „თენგიზ ბურჯანაძეზე“ შედგება. აღნიშნული ოთხი გუნდი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ხუთეულშია და ევროსაგზურისთვის იბრძვის.
აღნიშნული დაპირისპირებები ერთმატჩიანია, ოთხივე შეხვედრა 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე დაიწყება.
მასალაში გამოყენებულია თბილისის „დინამოს“ პრესსამსახურის ფოტო