მარტინო: ვფიქრობ, სწორედ ეს არის არგენტინის ნაკრების წარმატების საიდუმლო
„ინტერ მაიამის“ არგენტინელი მთავარი მწვრთნელი ხერარდო „ტატა“ მარტინო, რომელიც 2013/14-წლების სეზონში მესის „ბარსელონაში“ წვრთნიდა, არგენტინის ნაკრების წარმატების საიდუმლოზე საუბრობს.
მარტინოს მიაჩნია, რომ მესის მოედანზე რაც შეიძლება მეტი თავისუფლება უნდა მიეცეს.
- დავინახეთ, როგორ გაცვალეთ რამდენიმე სიტყვა მესისთან მატჩის მიმდინარეობისას, ასევე შესვენების დროს. რა შეიძლება უთხრას მწვრთნელმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს?
„საუბრები, რომელიც ჩვენ გვაქვს მეტოქესა და მის მახასიათებლებზეა. ასევე ჩვენი მიდგომები მატჩისადმი. რომელი კრიტერიუმების უფრო დახვეწას ვისურვებდით, როგორ ვეცდებით ბურთის მესიმდე მიტანას. მაგრამ ჩვენ არასდროს ვსაუბრობთ მის ინდივიდუალურ როლზე.
ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება, რომ მესის ჰქონდეს გადაადგილების თავისუფლება იმ სივრცეში, სადაც ის სათამაშოდ შესაფერის პირობებს იპოვის. რაც ჩვენ გუნდურად უნდა გავაკეთოთ არის მის მოძრაობებთან ადაპტაცია და ლეო არ უნდა შევზღუდოთ.
ვფიქრობ, სწორედ ეს არის არგენტინის ნაკრების წარმატების საიდუმლო. როდესაც ის მოედანზე გადაადგილდება, მას აქვს ყველა სწორი ელემენტი. ეს არის ის, რასაც ჩვენი ბევრი საუბარი ეხება“,
- თქვა მარტინომ.