ივა გელაშვილი
Aa
Aa

გელაშვილი დღეს ვენეციასთან დამცავი ნიღბით ითამაშებს

სერია B-ს მე-5 ტურის შეხვედრაში ივა გელაშვილის „სპეცია“ სტუმრად „ვენეციას“ დაუპირისპირდება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მცველიც მიიღებს, თუმცა მას მოედანზე გასვლა დამცავი ნიღბით მოუწევს.

საქმე იმაშია, რომ გელაშვილმა ჯერ კიდევ ბათუმის „დინამოში“ თამაშისას სახეში დარტყმა მიიღო, შემდეგ იგივე განმეორდა „კომოსთან“ მატჩშიც, რის შემდეგაც მისი მოედანზე გასვლა დამცავის გარეშე მიზანშეწონილი არ არის.

„სპეციაში“ უკანახაზელებს ტრავმები აქვთ და დღეს დიდი ალბათობით გელაშვილი ითამაშებს. წერს იტალიური cittadellaspezia.

ცნობისთვის, „სპეციას“ სერია B-ში ჯერჯერობით მხოლოდ 3 მატჩი აქვს გამართული და 1 ქულა აქვს. გელაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციას იკავებს. „ვენეციასთან“ შეხვედრა 22:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რწმენა დავიბრუნე - ქოჩორაშვილის გზა მესამე ლიგიდან ეროვნულ ნაკრებამდე
რწმენა დავიბრუნე - ქოჩორაშვილის გზა მესამე ლიგიდან ეროვნულ ნაკრებამდე