ზვიად კუპატაძე
Aa
Aa

კუპატაძე მატჩის წინ: ქომაგებს ვთხოვ დარბაზი გაავსონ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ

15 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდს დაიწყებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ მატჩს თბილისში სპორტის სასახლეში სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის წინ, ნაკრების მეკარემ და კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ პრესასთან ისაუბრა და ქომაგებს ტრიბუნების შევსებისკენ მოუწოდა.

„მინდა, გულშემატკივარს ვთხოვო გავავსოთ დარბაზი და ვაჩვენოთ პატივისცემა ჩვენი ნაკრების მიმართ. ეს დავიმსახურეთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშით და ნაჩვენები შედეგებით. არავინ წასულა თბილისში თამაშიდან გაწბილებული ან იმედგაცრუებული. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და შედეგსაც ვაღწევთ“.

- ციტირებს კუპატაძის სიტყვებს 1TV.ge.

საქართველოსა და სომხეთის მატჩი 20:00-ზე დაიწყება. ჯგუფის მეორე შეხვედრას ჩვენი ნაკრები 21 სექტემბერს პორტუგალიაში (00:30) გამართავს.

რაც შეეხება შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს, მათი ხილვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არხზე შეგეძლებათ. მატჩზე დასწრების მსურველებს კი ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეეძლებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ ერთ რამეზე ვნერვიულობ“ - კარლსრუეს მწვრთნელმა ბუდუზე ისაუბრა
„ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ ერთ რამეზე ვნერვიულობ“ - კარლსრუეს მწვრთნელმა ბუდუზე ისაუბრა