ილიას ზუროსი
Aa
Aa

ზუროსი: ჩემთვის პატივია, რომ ასეთ მშვენიერ და ლამაზ ქვეყანას წარმოვადგენდი!

საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა, პოსტის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა.

„საქართველოს ნაკრებთან ერთად ბოლო 8 წელი ჩემთვის ფანტასტიკური მოგზაურობა იყო! მინდა მადლობა გადავუხადო ყველას საოცარი მოგონებებისთვის და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ნდობისა და მხარდაჭერისთვის! ამ წლების განმავლობაში ყველა ამ ნიჭიერ მოთამაშესთან მუშაობა და განვითარება იყო პრივილეგია. ჩემთვის პატივია, რომ ასეთ მშვენიერ და ლამაზ ქვეყანას წარმოვადგენდი!

მთელმა ამ შრომამ და მსხვერპლმა შედეგი გამოიღო და მსოფლიოს ტოპ 16 ქვეყანაში მოხვედრა აჩვენებს, რომ დისციპლინა და ფოკუსირება ყველაფერია! მომავალში ყველას წარმატებებს ვუსურვებ, მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევებსა და წარმატების ახალ ისტორიების შექმნას“.

- წერს ზუროსი.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. ბერძენ სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ჩვენმა გუნდმა სამ ევრობასკეტზე ითამაშა (2017, 2019 და 2022 წლებში), 2023 წელს კი სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Best-ის ჯილდო: FIFA-მ კვარაცხელია საუკეთესო 12 ფეხბურთელში შეიყვანა
The Best-ის ჯილდო: FIFA-მ კვარაცხელია საუკეთესო 12 ფეხბურთელში შეიყვანა