თორნიკე შენგელია, ილიას ზუროსი
Aa
Aa

„მადლიერების გამოსახატად სიტყვები საკმარისი არ არის“ - შენგელია ზუროსს დაემშვიდობა

ილიას ზუროსის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შემდეგ, თორნიკე შენგელიამ სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა და ბერძენ სპეციალისტს დაემშვიდობა:

„თქვენს წინაშე მადლიერების გამოსახატად სიტყვები საკმარისი არ არის! ყველაფერი, რაც ამ პოსტისთვის გააკეთე, ამ გუნდისთვის, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არასდროს დამავიწყდება. ჩვენ ყოველთვის დავაფასებთ იმ 8 წელიწადს, რაც ერთად ვიმუშავეთ და ეს ჩვენთვის ერთ-ერთ საუკეთესო წლებად დარჩება.

თქვენ ხართ და მუდამ იქნებით ქართული კალათბურთის ისტორიის დიდი ნაწილი! თქვენ ყველაფერი გაიღეთ და მიუხედავად იმისა, რომ ეს თავი უკვე დაიხურა, ჩვენი კავშირი და ურთიერთობა მთელი ცხოვრება გაგრძელდება. ჩვენ გვიყვარხართ, პატივს გცემთ და თქვენ, თქვენს ოჯახთან ერთად მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ!

დიდი სიყვარულით მწვრთნელო! შენი კაპიტანი, მაგრამ რაც მთავარია შენი მეგობარი!“

- წერს თოკო შენგელია.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. ბერძენ სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ჩვენმა გუნდმა სამ ევრობასკეტზე ითამაშა (2017, 2019 და 2022 წლებში), 2023 წელს კი სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სავარძელში ჯდომა და კრიტიკა იოლია“ - ზუროსის ინტერვიუ
“სავარძელში ჯდომა და კრიტიკა იოლია“ - ზუროსის ინტერვიუ