„ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ ერთ რამეზე ვნერვიულობ“ - კარლსრუეს მწვრთნელმა ბუდუზე ისაუბრა
სექტემბრის სანაკრებო თამაშების დროს, ნორვეგიის ნაკრებთან ბუდი ზივზივაძის გოლს „კარლსრუეს“ მთავარი მწვრთნელი, კრისტიან აიხნერი ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ეს გოლი ქართველი შემტევს საკლუბო დონეზე თავდაჯერებულობას შემატებს.
რას ამბობს აიხნერი:
ბუდუმ ეროვნულ გუნდში მართლაც ლამაზი გოლი გაიტანა. ბუნებრივია, როგორც მწვრთნელი, იმაზე ვნერვიულობ შეძლებს თუ არა ის მსგავსი თავდაჯერებულობის გამოვლენას რამდენიმე დღის შემდეგ, შაბათის მატჩში.
ითამაშებს, თუ არა, ჯერ არ გადამიწყვეტია. თავდამსხმელზე ბევრი ვარიანტი არ მაქვს, მაგრამ რამდენიმე ნამდვილად არის. შეიძლება ორი თავდამსხმელით ვითამაშოთ, შეიძლება ერთითაც. „ფრაიბურგთან“ ბოლო ნახევარ საათში ვაჩვენეთ, რომ ერთი თავდამსხმელითაც შეგვიძლია თამაში, მაგრამ შაბათს შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მივიღო.
შეგახსენებთ, რომ კლუბში დაბრუნების შემდეგ, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ შაბათს საკუთარ მოედანზე „კაიზერსლაუტერნს“ დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 15:00 საათზე დაიწყება.