რწმენა დავიბრუნე - ქოჩორაშვილის გზა მესამე ლიგიდან ეროვნულ ნაკრებამდე
გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ნორვეგიასთან ჩაატარა. 24 წლის საყრდენმა, რომელმაც გასული სეზონი ესპანეთის რანგით მესამე ლიგის „კასტელონში’’ იჯარით გაატარა, ერთწლიან პერიოდში დიდი კარიერული პროგრესი აჩვენა:
გასულ სეზონში მესამე ლიგაში ძალიან გამორჩეული იყო, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო. „კასტელონის“ ქომაგებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ არაერთხელ დაასახელეს. „კასტელონში“ 39 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო, 4 საგოლე პასი შეასრულა.
ზაფხულში „ლევანტემ’’ ქოჩორაშვილი დაიბრუნა, ლა ლიგა 2-ის საწყისი 4 ტურიდან სამ მატჩში სასტარტოში მოხვდა, ერთხელ შეცვლაზე ითამაშა. აღსანიშნავია რომ მესამე ტურში ქოჩორაშვილის გოლით „ლევანტემ“ სტუმრად „კარტახენა“ დაამარცხა.
ქოჩორაშვილი, რომელიც საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებების კაპიტანი იყო, ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვიეს და პირველივე შეკრებაზე ნორვეგიასთან სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
ნორვეგიასთან სადებიუტო მატჩის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილი CrystalSport-ს ესაუბრა.
მასალაში გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო