ჯენოას მცველი: „კვარაცხელია და ოსიმენი ძლიერები არიან, მაგრამ...“
სანაკრებო პაუზის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ში ასპარეზობას შაბათს განაახლებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი გასვლით მატჩში „ჯენოას“ დაუპირისპირდება.
მოახლოებული შეხვედრისთვის აქტიურად ემზადებიან გენუელებიც და გუნდის მცველმა, სტეფანო საბელიმ „ნაპოლისთან“ მატჩზე TuttoMercatoWeb-თან ისაუბრა.
რა თქვა ფეხბურთელმა:
რთული მატჩი იქნება. დაცვით დონეზე საკმაოდ რთული თამაშის ჩატარება მოგვიწევს და ფაქტობრივად უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ. წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი კარგად დავიცვათ და ის სივრცეები, რომელსაც მეტოქე მოგვცემს, მაქსიმალურად ავითვისოთ. „ნაპოლი“ ძალიან ძლიერი გუნდია, ალბათ, ჩვენს ჩემპიონატში საუკეთესოც, მაგრამ სივრცეები მათაც რჩებათ და ეს უნდა გამოვიყენოთ.
კვარაცხელია და ოსიმენი? ვფიქრობ, ბედნიერები ასეთ ძლიერ გუნდებთან თამაშით უნდა ვიყოთ. კვარაცხელია და ოსიმენი ბრწყინვალე მოთამაშეები არიან, მაგრამ მთლიანად „ნაპოლია“ ძლიერი. მათ ჰყავთ 15-20 მოთამაშე, რომლებსაც შეხვედრაში ცვლილებების შეტანა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 16 სექტემბერს, საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.