მეტოქე ჩაეხსნა - დოლიძე უიტეკერს და კანონიერს იწვევს
12 ნოემბერს, UFC-ის ქართველ მებრძოლს, რომან დოლიძეს ორგანიზაციაში საშუალო წონაში მორიგი ორთაბრძოლა უნდა გაემართა, თუმცა, მისი მეტოქე, დერეკ ბრანსონი ბრძოლას გაურკვეველი მიზეზით ჩაეხსნა.
შესაბამისად, დოლიძე მეტოქის გარეშე დარჩა და ახალი ოპონენტის ძიებაშია. ამის გამო, ქართველმა მებრძოლმა ამავე წონის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი, რობერტ ვიტაკერი გამოიწვია. ამის შესახებ რომანმა სოციალურ ქსელ X.com-ზე დაწერა.
„ბრანსონი გავიდა. გავიგე, რომ რობერტ უიტეკერს ბრძოლა წლის ბოლომდე სურს. მოდი, ეს ნოემბერში, ან დეკემბერში გავაკეთოთ!“ - დაწერა დოლიძემ.
Brunson is out. I heard @robwhittakermma you want to fight by end of year ! Lets do it! November or December!
— Roman Dolidze (@romandolidzeufc) September 14, 2023
ამავე პოსტის კომენტარებში, ქართველმა დოლიძემ უიტეკერის ალტერნატივად საშუალო წონის კიდევ ერთი გამორჩეული მებრძოლი, ჯარედ კანონიერი დაწერა.
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე ბოლოს მარვინ ვეტორის ეჩხუბა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.