ხვიჩა კვარაცხელია, ერიკ ტენ ჰაგი, ანტონი
Aa
Aa

ხვიჩა მანჩესტერ იუნაიტედში? - ტენ ჰაგი ანტონის შემცვლელს ეძებს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი დღევანდელ გამოცემაში წერს, რომ „მანჩესტერ იუნატიედის“ შემტევის, ანტონის გარშემო შექმნილი სკანდალის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგი ბრაზილიელი ფეხბურთელის შემცვლელის ძიებაშია და ერთ-ერთ ვარიანტად საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს.

გამოცემის მტკიცებით, ნიდერლანდელი სპეციალისტი უკვე ესაუბრა კლუბის ხელმძღვანელებს და ისინი ახალი თავდამსხმელის დამატების საჭიროებაში დაარწმუნა. სააგენტო წერს, რომ „წითელი ეშმაკები“ ანტონის შემცვლელის იჯარის წესით მოყვანას განიხილავენ და ტრანსფერს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე განახორციელებენ. თუმცა, იქნება თუ არა ეს ქართველი ფეხბურთელი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

რა წერია THE SUN-ის სტატიაში:

„იუნაიტედი“ ეძებს ახალ გარემარბს, რომელიც ანტონის და ჯეიდონ სანჩოს შეცვლის. დუეტი ამჟამად გუნდს სხვადასხვა მიზეზებით ვერ ეხმარება. ანტონი შესაძლო ძალადობის ფაქტის წინაშე დგას და თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს, სანჩოს კი ტენ ჰაგთან „არსენალთან“ მარცხის შემდეგ გაუფუჭდა ურთიერთობა.

ყველა გარემოების გათვალისწინებით, „იუნაიტედი“ ამ ფეხბურთელების შემცვლელს ეძებს, „წითელი ეშმაკების“ პოტენციურ ვარიანტად კი ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა.

ქართველმა გარემარბმა მსოფლიო „ნაპოლიში“ ჩატარებული პირველივე სეზონში გააოცა, როცა გუნდთა ერთად სერია A მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მანჩესტერელები ფეხბურთელის სრულად ყიდვას ვერ შეძლებენ, რადგან ფინანსური „ფეარ პლეის“ წესების დარღვევის რისკის წინაშე დგანან, ამის გამო კი მათ შემცვლელის მოყვანა იჯარის წესით მოუწევთ. თუმცა, „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებები გაჭირდება, რადგან კლუბს ფეხბურთელი 100 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული და დიდი ალბათობით, იჯარის წესით გასხვისებას არ დათანხმდებიან.

გამოცემის მტკიცებით, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი. თუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე „მანჩესტერ იუნატიედი“ რამდენიმე ფეხბურთელს გაუშვებს, კლუბს სატრანსფერო ბიუჯეტი გამოუთავისუფლდება, რითაც ის ახალი ფეხბურთელის ყიდვას შეძლებს. გაშვების მთავარ კანდიდატებად სკოტ მაკტომინეი და ჰარი მაგუაიერი მოიაზრებიან. ამ ფეხბურთელების გასხვისებას ტენ ჰაგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც ცდილობდა, თუმცა, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში ვერ შედგა. The Sun-ი წერს, რომ ამ შემთხვევაში კლუბმა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ „ნაპოლის“ 86 მილიონი ფუნტი შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ანტონი ყოფილმა მეგობარმა გოგონამ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, რის გამოც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გაურკვეველი ვადით „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ვარჯიში კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსტიგორი კვარაზე: „ტოპ-მოთამაშეა. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიხარია“
ოსტიგორი კვარაზე: „ტოპ-მოთამაშეა. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიხარია“