მარკო ვერატი, ალ არაბი
Aa
Aa

ოფიციალურად - ვერატი ალ არაბის ფეხბურთელია

მარკო ვერატის საგა დასრულდა. იტალიელი ნახევარმცველი „ალ არაბის“ ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაცია, არაბული კლუბის ვებ-გვერდმა გაავრცელა.

„პარი სენ ჟერმენმა“ მარკოს სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო მიიღო. მხარეებს შორის პირადი დეტალებიც შეთანხმებულია და ოფიციალური კონტრაქტი გაფორმდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ წელს დაყოფს იტალიელი კატარში.

შეგახსენებთ, რომ ვერატისა და „პარი სენ ჟერმენის“ ურთიერთობა მაშინ დაიძაბა, როდესაც ფრანგულ გიგანტში ლუის ენრიკე დაინიშნა. ესპანელმა სპეციალისტმა მარკო გააკრიტიკა და საქმისადმი მიდგომა დაუწუნა.

ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა, მარკო გააღიზიანა და კონფლიქტი გაღვივდა. საბოლოოდ ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ენრიკემ მას პსჟ-ში თამაში აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ ვერატი „პარი სენ ჟერმენში“ 2012 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მარკომ ფრანგული გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 416-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 61 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კვარა და ლინდსტრომი ერთად გაიბრწყინებენ“ - CalcioNapoli-ს ანალიზი
“კვარა და ლინდსტრომი ერთად გაიბრწყინებენ“ - CalcioNapoli-ს ანალიზი