ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია, იესპერ ლინდსტრომი
Aa
Aa

“კვარა და ლინდსტრომი ერთად გაიბრწყინებენ“ - CalcioNapoli-ს ანალიზი

რუდი გარსიამ ჯერჯერობით „ნაპოლი“ ვერ დაალაგა. „პარტენოპეი“ შეტევაში ისეთი ეფექტური ვერ არის, როგორც გასულ სეზონში იყო.

მოგეხსენებათ, აურელიო დე ლაურენტისმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იესპერ ლინდსტრომი დაიმატა, რომელიც პოზიციით გარემარბია.

იტალიური გამოცემა CalcioNapoli კვარაცხელიას და ლინდსტრომის შესაძლო დუეტზე წერს.

CalcioNapoli:

„ხვიჩამ და იესპერმა საპირისპირო ზოლში თამაში კარგად იციან. მათ საკუთარი საფეხბურთო მონაცემების ხარჯზე მეტოქის დაცვის გარღვევა თავისუფლად შეუძლიათ. რუდი გარსიას მრავალმხრივი მოთამაშეები მოსწონს და ეს ორი ზუსტად ასეთები არიან.

მაგალითად ლინდსტრომს, კარგი დრიბლინგი აქვს და მისი ცრუ მოძრაობებით თანაგუნდელებისთვის სივრცის შექმნა შეუძლია. ამით ის კვარაცხელიას გზას გაუხსნის. იმის შესაძლებლობა, რომ ეს მოთამაშეები სტადიონზე ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, მნიშვნელოვანი ალტერნატივა ხდება. ამ ყველაფერს კი შეუძლია „ნაპოლი“ მთელს ევროპაში უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს.“

შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 6 ქულა აქვს. გასულ ტურში, რუდი გარსიას გაწვრთნილი გუნდი საკუთარ კედლებში „ლაციოსთან“ 1:2 დამარცხდა. ამ მომენტისთვის, სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს 6 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბექა გიგაშვილი პირველი ტურის ფენტეზის საუკეთესო მორაგბეებს შორის მოხვდა
ბექა გიგაშვილი პირველი ტურის ფენტეზის საუკეთესო მორაგბეებს შორის მოხვდა