“მთელი ნაკრები მის გვერდით ვართ“ - კომანმა პოგბა დაიცვა
როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბამ დოპინგ ტესტი ჩააგდო და ამის გამო შესაძლოა ფეხბურთიდან 4 წლით მოკვეთონ. ფრანგ სუპერვარსკვლავს არაერთი დამცველი გამოუჩნდა, მათ შორის კინგსლი კომანი.
რა თქვა კომანმა?
„პოლ პოგბას ყველა მხარს ვუჭერთ. ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და ოჯახის წევრია. ამ საკითხზე რეალურად ბევრი არაფერი ვიცით და გამოძიება ზედმიწევნით ზუსტად უნდა ჩატარდეს. თუ ეს შემთხვევითობა იყო, მაშინ სასჯელი უნდა შემსუბუქდეს.
პოლს კარგად ვიცნობ. ვიცი, რომ თუ რაიმე მოხდა, ეს გაუაზრებლად იქნებოდა. სპეციალურად ის არაფერ კანონსაწინააღმდეგოს არ მიიღებდა. ჩვენ, მთელი საფრანგეთის ნაკრები მთელი გულით მასთან ვართ.“
შეგახსენებთ, რომ გუშინ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. არის ვერსია, რომ პოგბას ტესტოსტერონის ტესტი საკვების დანამატის გამო ჩაუვარდა, რომელიც მას მისმა ამერიკელმა მეგობარმა ექიმმა ურჩია.
შეერთებულ შტატებში, დოპინგზე სხვა წესები მოქმედებს. ევროპაში კი სხვა. აქედან გამომდინარე, არის შანსი, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს დოპინგ ტესტი ყოვლად უაზრო მიზეზის გამო ჩაუვარდა.