ფერნანდუ სანტუში
Aa
Aa

სანტუში გაათავისუფლეს - პოლონეთის ნაკრები ახალ მწვრთნელს ეძებს

ფერნანდუ სანტუშისა და პოლონეთის ნაკრების გზები გაიყარა. პორტუგალიელი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამის მიზეზი პოლონეთის ნაკრების არასახარბიელო შედეგებია. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩატარებული 6 მატჩიდან პოლონეთმა მხოლოდ ორი მოიგო.

ალბანეთთან 1:0, ხოლო ფარერების კუნძულთან 2:0. აღსანიშნავია, რომ პოლონეთს საკმაოდ იოლი ჯგუფი შეხვდა და წესით ევრო 2024-ზე გასვლის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, თუმცა სანტუშის ხელმძღვანელობით ეს პრობლემა გაჩნდა.

მაგალითად, მიმდინარე შესარჩევ ციკლში, სანტუშის შეგირდებმა განმეორებითი მატჩი ალბანეთთან 0:2 დათმო, ჩეხეთთან 1:3, ხოლო მოლდოვასთან 2:3.

პოლონური მედიის ინფორმაციით, სანტუშს ფეხბურთის ფედერაციასთან თავიდანვე ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და ალბანეთთან წაგება აღარ აპატიეს. ახლა პოლონელებს ახალი მწვრთნელი სჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: „UFC-იმ ნურმაგომედოვთან ბრძოლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი“
დვალიშვილი: „UFC-იმ ნურმაგომედოვთან ბრძოლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი“