პოლ პოგბა, დიდიე დეშამი
Aa
Aa

„ძალიან რთული პერიოდი აქვს და უნდა გაუძლოს“ - დეშამმა პოგბა დაიცვა

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი გერმანიასთან მარცხის შემდეგ პოლ პოგბას გარშემო შექმნილ სკანდალურ მდგომარეობას ეხმაურება და ფეხბურთელს გამძლეობას უსურვებს.

რას ამბობს დეშამი:

ყველა ფაქტი ჩემთვის ცნობილი არ არის. გამოძიება გრძელდება და უნდა დაველოდოთ. პოლს ბოლო პერიოდში ბევრი ცუდი რამ გადახდა თავს... ჯერ ტრავმა, შემდეგ კი ეს... ძალიან რთულია.

ახლაც მახსოვს, როგორ გადავიარეთ კორონავირუსი, შემდეგ კი ვაქცინაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია მეტაბოლიტებზე. ბუნებრივია, არსებობს კითხვები რატომ და როგორ, მაგრამ არ მგონია, რომ ამაზე პასუხი თავად პოგმამაც იცოდეს.

მას ყოველთვის მხარს ვუჭერდი და ახლაც მის გვერდით ვარ. პოლისთვის ეს კიდევ ერთი დარტყმაა... ძალიან რთული პერიოდი უდგას და უნდა გაუძლოს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფრანგი ნახევარმცველი რამდენიმე დღის წინ დოპინგ-ტესტზე ჩავარდა. პოლ პოგბას ორგანიზმში ტესტოსტერონის ნორმაზე მეტი რაოდენობა აღმოაჩნდა, რის გამოც 4 წლით დისკვალიფიკაცია ემუქრება. იტალიის ანტიდოპინგურმა სააგენტომ გამოძიების დასრულებამდე პოგბას დროებითი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსტიგორი კვარაზე: „ტოპ-მოთამაშეა. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიხარია“
ოსტიგორი კვარაზე: „ტოპ-მოთამაშეა. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიხარია“