ჯადული იობაშვილი
Aa
Aa

იობაშვილის გოლით - საქართველომ მოლდოვა დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში სტუმრად მოლდოვას დაუპირისპირდა. დიდი უპირატესობის ფონზე, ქართველებმა ჯადული იობაშვილის ერთადერთი გოლით გაიმარჯვეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.

პირველი ნახევარი შედარებით თანაბარ პირობებში წარიმართა. გარდამტეხი უპირატესობა არცერთ გუნდს არ ჰქონია, თუმცა უფრო მეტი მომენტი საქართველოს ჰქონდა.

მეორე ნახევარში, ქართველები უფრო მეტად გააქტიურდნენ, რაც შექმნილ მომენტებზეც აისახა. სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა რამდენიმე 100%-იანი მომენტი შექმნა, თუმცა მოლდოველთა რიგ ეპიზოდებში მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ასევე იყო ეპიზოდები, როდესაც ბურთი მოლდოველთა კარს სანტიმეტრებით ასცდა. ნავსი კი ცვლილებაზე გამოსულმა ჯადული იობაშვილმა გატეხა, რომელმაც შეხვედრის 84-ე წუთზე ბრწყინვალე თავური დარტყმით მასპინძელთა კარი აიღო.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, პატარა „ჯვაროსნებს“ 6 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში 6 ქულით მეორე ადგილზე მოგვევლინა. შემდეგ მატჩს საქართველოს ასაკობრივი ნაკრები 12 ოქტომბერს, საკუთარ კედლებში ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები