იუვენტუსი, პოლ პოგბა
Aa
Aa

Gazzetta: პოგბამ დოპინგ ტესტი საკვების გამო ვერ გაიარა?

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლ პოგბას დოპინგის ტესტი ჩაუვარდა.

უფრო კონკრეტულად კი ფრანგ სუპერვარსკვლავს ტესტოსტერონის ტესტზე პასუხი დადებითი მოუვიდა, რაც აკრძალულია. ამის გამო შესაძლოა პოლს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.

იტალიური გამოცემა Gazzetta ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და გვამცნობს, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ტესტოსტერონის დადებითი პასუხი.

წყაროს ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ პოგბას ეს მდგომარეობა შეერთებულ შტატებში ნაყიდმა საკვებმა გამოიწვია. იმის შესახებ, რომ იუვეს ნახევარმცველმა ისეთი საკვები მიიღო, რომელიც მის კვების რაციონში არ შედიოდა, არც გუნდის ექიმებმა იცოდნენ და არც კლუბის ხელმძღვანელებმა.

Gazzetta წერს, რომ აღნიშნული პროდუქტის მიღება მისმა ამერიკელმა მეგობარმა ექიმმა ურჩია და „იუვენტუსისთვის“ ეს ინფორმაციაც უცნობი იყო. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში დოპინგზე განსხვავებული წესები არსებობს.

საერთო ჯამში, თუ ეს ყველაფერი დამტკიცდება, მივიღებთ ფატალურ შედეგს, რომელიც უყურადღებობამ და დაუდევრობამ გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უდიდესი წარმატება 4 წელიწადში“ | Daily Mail-ის სტატია ნიკა ამაშუკელზე
„უდიდესი წარმატება 4 წელიწადში“ | Daily Mail-ის სტატია ნიკა ამაშუკელზე