ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

კანსელუ: “ჩავი თავისუფლებას მაძლევს, ეს კომფორტია“

როგორც მოგეხსენებათ, ჟოაუ კანსელუს „ბარსელონას“ ტრანსფერი დიდი ხნის განმავლობაში გაიწელა. ამის მიზეზი კატალონიელთა ბიუროკრატიული პრობლემები იყო.

მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი უკანახაზელი „ბლაუგრანას“ შეუერთდა, ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა. მის სიტყვებს SPORT ავრცელებს.

კანსელუ:

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ბარსელონაში“ ავფეთქდე. მინდა, რომ ჩემი ფეხბურთით და ჩემი ხარისხით გუნდს დავეხმარო. იმედი მაქვს, შესანიშნავი სეზონი გვექნება. საკმაოდ ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს. აქამდე ფერან ტორესს და გიუნდოგანს კარგად ვიცნობდი. ყველამ კარგად მიმიღო. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და წარმატებას მივაღწევთ.

ჩავი მინდორზე გარკვეულ თავისუფლებას მაძლევს და ეს ჩემთვის კომფორტია. მიყვარს, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში თამაში. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მთხოვს. მინდა ყველას დავანახო, თუ რა რთული იყო „ბარსელონაში“ მოხვედრა. ახლა მე აქ ვარ და ამ გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს ვიზამ. ბედნიერი ვარ, რადგან აქ ყველა ჩემი კუმირი თამაშობდა.“

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჟოაუსა და პეპ გუარდიოლას შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რის შედეგადაც პორტუგალიელმა „მანჩესტერ სიტი“ დატოვა და კარიერა „ბაიერნში“ იჯარის წესით გააგრძელა, თუმცა „რეკორდმაისტერმა“ კანსელუს გამოსყიდვა არ ისურვა.

კანსელუ „ბარსელონაში“ კვლავ იჯარის წესით გადავიდა, თუმცა „ბლაუგრანას“ მისი გამოსყიდვის უფლება აქვს და მომავალ სეზონში, ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების შემთხვევაში, გამოისყიდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი - შესაძლოა ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე დაბრუნდეს
კარგი ამბავი - შესაძლოა ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე დაბრუნდეს