ლეონარდო ბონუჩი
Aa
Aa

საქმე სასამართლომდე მივიდა - ბონუჩი იუვენტუსს უჩივის

„იუვენტუსისა“ და ბონუჩის ისტორია ჯერ არ დასრულებულმა. ვეტერანმა იტალიელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბიანკონერი“ დატოვა და „უნიონ ბერლინში“ გადავიდა. ახლა კი ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ყოფილი კაპიტანი „ბებერი ქალბატონისთვის“ სასამართლოში ჩივილს აპირებს.

დღეს, 12 სექტემბერს, ლეონარდო თავის ადვოკატთან, ანტონიო კონტესთან და გაბრიელე ზუკერეტისთან ერთად კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოქმედებას აგრძელებს.

ბონუჩის ზარალის ანაზღაურება სურს, რომელიც, მისი თქმით არაადეკვატური ვარჯიშების, ცუდი მოსამზადებელი პირობების და იმიჯის დაზიანების გამო მიადგა.

დი მარციოს ცნობით ბონუჩის სარჩელში კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ასპექტია. მაგალითად, კლუბს ფეხბურთელი სპეციალურად არ შეჰყავდა განაცხადში, რომ თავი მარტოსულად ეგრძნო. იტალიელ უკანახაზელს ეკრძალებოდა სპორტ დარბაზში, საცურაო აუზზე და რესტორანში სიარული.

ბონუჩი თვლის, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ განზრახ ხდებოდა და სწორედ ამ მიზეზების გამო სასამართლოში ჩივის.

ვეტერანი ცენტრალური მცველის თქმით, სასამართლოს მოგების და ფინანსური ანაზღაურების მიღების შემთხვევაში, მიღებულ თანხას მთლიანად გადასცემს Neuroland-ს, ასოციაციას, რომელიც მხარს უჭერს ბავშვების ოჯახებს, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი არიან ტურინის Regina Margherita ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიულ ნეიროქირურგიულ განყოფილებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისე ვაკოცე, როგორც საკუთარ ქალიშვილს“ - რუბიალესი გადადგომის შემდეგ
„ისე ვაკოცე, როგორც საკუთარ ქალიშვილს“ - რუბიალესი გადადგომის შემდეგ