ნეიმარი
Aa
Aa

პერუელი შამანების რიტუალები | ნაკრებს ეხმარებიან და ნეიმარი გაანეიტრალეს

პერუს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს. „ლოს ინკა“ ბრაზილიას დაუპირისპირდება და პერუელმა შამანებმა გადაწყვიტეს, საკუთარ გუნდს დახმარებოდნენ.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, 10 შამანი შეიკრიბა და სხვადასხვა რიტუალი ჩაატარა, რათა „სელესაოს“ პრობლემები შეექმნას. მათ სტადიონთან დროშები, ამულეტები და ფეხბურთელთა ფოტოსურათები მიიტანეს. განსაკუთრებული ყურადღება ნეიმარს დაუთმეს, რომლის ფოტოსურათიც ნაჭრისგან დამზადებულ თოჯინას მიამაგრეს.

„ნეიმარი გავანეიტრალეთ და ფეხები შევუკარით. ისე გავაკეთეთ, რომ ფორმაში არ იყოს, ვერ ირბინოს და ცუდად ითამაშოს. სპეციალური რიტუალი ჩავატარეთ, რათა გონება დაებინდოს და ვერ გაარკვიოს ზუსტად რა უნდა და რა მიზნები აქვს“, - განაცხადა შამანმა ფელიქს რონდანმა.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „ლოს ინკას“ შამანები ეხმარებიან. შარშან, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში, პერუ ავსტრალიას დაუპირისპირდა და შამანების რიტუალებმა არ გაამართლა. „ლოს ინკა“ პენალტების სერიაში დამარცხდა და მუნდიალზე თამაშის უფლება ავსტრალიამ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისე ვაკოცე, როგორც საკუთარ ქალიშვილს“ - რუბიალესი გადადგომის შემდეგ
„ისე ვაკოცე, როგორც საკუთარ ქალიშვილს“ - რუბიალესი გადადგომის შემდეგ