ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

მოვსარ ევლოევი: „ილია თოფურიას კოშმარი ვარ“

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და მომდევნო მეტოქის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ევლოევმა ილია თოფურია ახსენა და საკუთარ თავს „ელ მატადორის“ ყველაზე ცუდი კოშმარი უწოდა.

„ჩემი იდეალური მეტოქე? ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ ქამრისკენ მიმავალ გზაზე ვიღაცებს თავები წავაცალო. ილია თოფურიას ყველაზე ცუდი კოშმარი ვარ! და როგორც ჩანს, გამირბის. არნოლდ ალენი ტრავმირებულია და რას იტყვით, ჯოშ ემეტთან აბუ დაბიში ჩხუბზე?“

შეგახსენებთ, რომ ევლოევი დაუმარცხებელი მებრძოლია და 17-დან 17 გამარჯვება აქვს. ბოლოს მან UFC 288-ის ფარგლებში, 6 მაისს იჩხუბა და დიეგო ლოპესს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. მოვსარს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს გამართული და მეტოქე არც ერთხელ დაუფინიშებია, ყველა ბრძოლაში საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა.

ცნობისთვის, მოვსარ ევლოევი და ილია თოფურია არაერთხელ დაჰპირისპირებიან ერთმანეთს სოციალურ ქსელში და მებრძოლები აქტიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან ოქტაგონზე შეხვედრაზე. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, „ელ მატადორი“ წარსულში აღარ იხედება და ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან საჩემპიონო ბრძოლის მიღება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილს მონსტრი ეწვევა“ | AS-ის სტატია ქართველ მეკარეზე და ერლინგ ჰოლანდზე
„მამარდაშვილს მონსტრი ეწვევა“ | AS-ის სტატია ქართველ მეკარეზე და ერლინგ ჰოლანდზე