ლუის რუბიალესი, ჯენიფერ ჰერმოსო
Aa
Aa

„ისე ვაკოცე, როგორც საკუთარ ქალიშვილს“ - რუბიალესი გადადგომის შემდეგ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა თანამდებობის დატოვების შემდეგ პირს მორგანთან ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯენიფერ ჰერმოსოსთან კოცნის მომენტში მას ცუდი განზრახვა არ ჰქონია.

რა თქვა რუბიალესმა:

კოცნის დროს, არანაირი ცუდი განზრახვა, ან სექსუალური მინიშნება და არანაირი აგრესია არ მქონია, მსგავსი არაფერი ყოფილა. ჯენისთან კოცნის მნიშვნელობა ზუსტად იგივე იყო, როგორიც ჩემს ქალიშვილთან. ბევრ ოჯახში და მეგობრებში ეს ძალიან გავრცელებული მოვლენაა.

ეს იყო ზეიმის, ბედნიერებისა და ეიფორიის მომენტი. თუმცა, უფრო მშვიდად, ცივად და დიპლომატიურად უნდა მემოქმედა.

შეგახსენებთ, რომ ქალ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ინგლისს მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგო, დაჯილდოების ცერემონიაზე კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა ნაკრების ფეხბურთელ ჯენიფერ ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა, რასაც საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. საბოლოოდ, რუბიალესს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„1:7 იმიტომ არ მოგვიგია, რომ მეტოქე ჩვენზე სუსტი იყო“ - დე ლა ფუენტემ საქართველოზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
„1:7 იმიტომ არ მოგვიგია, რომ მეტოქე ჩვენზე სუსტი იყო“ - დე ლა ფუენტემ საქართველოზე კიდევ ერთხელ ისაუბრა