გიორგი მამარდაშვილი, დავიდ დე ხეა
Aa
Aa

დე ხეა ვალენსიაში?! - „ღამურები“ მამარდას შემცვლელს ეძებენ

გავლენიანი ესპანური სააგენტო TodoFichajes-ი ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად წერს, რომ „ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე „ღამურებს“ დატოვებს და სათამაშოდ რომელიმე ევროპულ გუნდში გადავა.

გამოცემა ქართველის შესაძლო შემცვლელზეც წერს და აცხადებს, რომ მამარდაშვილის გაყიდვის შემთხვევაში, „ვალენსია“ მისი შემცვლელად ვეტერანი ესპანელი მეკარის, დავიდ დე ხეას დამატებას განიხილავს.

რა წერია სტატიაში:

გუშინ გიმტკიცებდით, რომ „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის გაშვებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს, დღეს კი დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ შავ-თეთრებში აქტიურად განიხილავენ დავიდ დე ხეას დამატებას.

გუნდში გადაწყვეტილია, რომ ქართველი მეკარე გაიყიდება, რითაც კლუბი მნიშვნელოვან მოგებას ნახავს. ამასთან, კლუბს არ სურს ხელიდან გაუშვან ესპანელი ფეხბურთელის დამატების შანსი. დე ხეა ამ დრომდე თავისუფალი აგენტია და ჯერჯერობით, კონტრაქტი არავისთან გაუფორმებია. „ღამურები“ ცდილობენ, რომ ესპანელს შესაბამისი ფინანსური გარანტიები მისცენ.

ეს რთული ოპერაციაა, რომელიც საბოლოოდ მამარდაშვილზე იქნება დამოკიდებული. თუ ქართველი მეკარე არ წავა, დე ხეა „ღამურების“ წინადადებას არ დათანხმდება, რადგან მას რეგულარული სათამაშო დროის მიღება სურს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს შემოთავაზება „რომადანაც“ აქვს, რომელსაც სერიოზულად განიხილავს, თუმცა, მისთვის პრიორიტეტული ესპანეთში დაბრუნებაა, რადგან მას ოჯახი სწორედ აქ ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ მესამე სეზონს ატარებს. ქართველმა მეკარემ ახალ სეზონში „ღამურების“ შემადგენლობაში ოთხიდან ოთხივე შეხვედრა სასტარტოში ჩაატარა და 4 გოლი გაუშვა. მისი გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე მოთამაშეა“ - ოდეგორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ბრწყინვალე მოთამაშეა“ - ოდეგორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა