პოლ პოგბა
Aa
Aa

პოგბას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება | რას ამბობს მისი აგენტი?

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ დოპინგ-ტესტი ჩააგდო. ფრანგ ნახევარმცველს სისხლში ტესტოსტერონის კვალი აღმოუჩინეს და მას დროებითი დისკვალიფიკაცია მისცეს.

დოპინგ-ტესტის ჩაგდებასთან დაკავშირებით, იტალიურ პრესაში პოგბას აგენტის, რაფაელა პიმენტას კომენტარი გავრცელდა, რომელმაც განაცხადა: „განმეორებით ტესტებს ველოდებით და მათ ჩატარებამდე არაფრის თქმა შეგვიძლია. ეჭვგარეშეა, რომ პოგბას სურვილი წესების დარღვევა არ ყოფილა“.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მაქსიმალური სასჯელი, რომელიც პოგბას ემუქრება, 4-წლიანი დისკვალიფიკაციაა. ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ პოგბამ „უდინეზესთან“ მატჩის შემდეგ ჩატარებული დოპინგ-ტესტი ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დიდი ნაწილი, პოგბამ ტრავმის გამო გამოტოვა, მიმდინარე სეზონში კი სულ 2 მატჩი აქვს ჩატარებული. „ბიანკონერიში“ მისი კარიერა სასურველი გზით ვერ განვითარდა და დოპინგ-ტესტის ჩაგდებამ კლუბის ხელმძღვანელთა შორის, უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოგბას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება | რას ამბობს მისი აგენტი?
პოგბას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება | რას ამბობს მისი აგენტი?