ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები, სალომე მელია
Aa
Aa

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. პოლონეთში გამართული ტურნირის ფინალში, ქართველმა მოჭადრაკეებმა ყაზახეთის ნაკრები დამაჯერებლად, ორიდან ორივე მატჩში დაამარცხეს და კონტინენტის ჩემპიონობა იზეიმეს.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია იცავდნენ, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კი 2423 ქულით ბელა ხოტენაშვილი გახდა.

ცნობისთვის, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ნახევარფინალში აშშ-ის ნაკრები დაამარცხა, მანამდე კი ჩინეთის ნაკრებს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები