სტალე სოლბაკენი, მარტინ ოდეგორი
Aa
Aa

„უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრაა“ | სოლბაკენი და ოდეგორი საქართველოსთან მატჩზე

ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა და გუნდის კაპიტანმა, მარტინ ოდეგორმა საქართველოსთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრეს. სკანდინავიელებმა განაცხადეს, რომ ჯგუფში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ბოლომდე ბრძოლას აპირებენ და მათი მთავარი მიზანი „ჯვაროსნებთან“ გამარჯვებაა.

რა თქვა ოდეგორმა

„ჯგუფური ეტაპის ყველა დარჩენილ შეხვედრას თუ მოვიგებთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი გვექნება, მაგრამ თავი ბევრად რთულ სიტუაციაში ჩავიგდეთ, ვიდრე მოველოდით. უნდა ვეცადოთ და დარჩენილი მატჩები მოვიგოთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. საქართველოსთან გასამართი შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია. არც ერთი ჩვენგანი არ დანებებულა და გვჯერა, რომ მიზნის მიღწევა ისევ შეგვიძლია. ხვალინდელ მატჩს მაქსიმალური მოტივაციით ვხვდებით“.

რა თქვა სოლბაკენმა

„საქართველოსთან უნდა გავიმარჯვოთ, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსი გვქონდეს, შემდეგ კი მომდევნო მატჩი უნდა მოვიგოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომდევნო ტურში, უშანსოდ არ ვიყოთ. საჭიროა, შეტევაში თამაში გავაუმჯობესოთ. ბოლო 10-12 მატჩს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ ბევრი მომენტი შევქმენით და აუცილებელია, უფრო ეფექტურები ვიყოთ. ამასთან, კოლექტიური შეცდომებიც არ უნდა დავუშვათ, რადგან სწორედ მათ გამო ვისჯებით“.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში საქართველომ ბათუმში ნორვეგიასთან 1:1 ითამაშა. 4 მატჩის შემდეგ, ნორვეგიას 4 ქულა აქვს და ესპანეთს, რომელსაც 3 შეხვედრა აქვს გამართული, 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე მოთამაშეა“ - ოდეგორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ბრწყინვალე მოთამაშეა“ - ოდეგორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა