გიორგი ბერიძე
Aa
Aa

ბერიძემ ანკარაგიუჯუ დატოვა | სავარაუდოდ, თურქეთში დარჩება

ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ბერიძემ თურქული კლუბის, „ანკარაგიუჯუს“ რიგები დატოვა. რამდენიმე წუთის წინ, „ანკარაგიუჯუმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ბერიძესთან თანამშრომლობის შეწყვეტა დაადასტურა.

„კლუბსა და გიორგი ბერიძეს შორის კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე ურთიერთშეთანხმება შედგა. გიორგის კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

საინტერესოა, რომ თურქული გამოცემების მიხედვით, ბერიძეს ახალი გუნდი შერჩეული ჰყავს. Cagdaskocaeli-ის ინფორმაციით, იგი თურქეთს არ დატოვებს და კარიერას „ქოჩაელისპორში“ გააგრძელებს, რომელიც რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და ბერიძე კონტრაქტს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ბერიძე 26 წლისაა და სხვადასხვა დროს, „ტრენჩინის“, „უიპეშტისა“ და „ლოკერენის“ რიგებში უთამაშია. ყველაზე დიდ წარმატებას უნგრული კლუბის მაისურით მიაღწია და ბუდუ ზივზივაძესთან ერთად, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. თურქეთში 2022 წელს გადავიდა და 32 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დიდი ბრძოლა საქართველოს ჯგუფში - უელსმა ფიჯის 6 ქულით მოუგო
დიდი ბრძოლა საქართველოს ჯგუფში - უელსმა ფიჯის 6 ქულით მოუგო