ლუის რუბიალესი
Aa
Aa

“ასე მუშაობის გაგრძელება არ შემიძლია“ - რუბიალესი გადადგა

ლუის რუბიალესის საგა დასასრულს მიუახლოვდა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

Talk TV show-სთან საუბრისას, რუბიალესმა განაცხადა, რომ გადადგომას აპირებს. მოგვიანებით კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ლუისმა თანამდებობა დატოვა.

რა თქვა რუბიალესმა?

„მეც მამა ვარ. ქალიშვილები მყავს და მათ ძალიან ვუყვარვარ. ისინი ჩემთვის ძვირფასები არიან და ეს სიტუაცია მესმის. რაც შეეხება ჩემს გადადგომას, დიახ ამას ვაპირებ, რადგან ასე მუშაობის გაგრძელება არ შემიძლია.“

ამ განცხადებიდან სულ ცოტა ხანში, ფედერაციამ დაადასტურა, რომ რუბიალესი გადადგა. ჯერჯერობით ახალი პრეზიდენტი არ არჩეულა.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ დაიწყო, სადაც ესპანეთის ნაკრებმა გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონიაზე კი რუბიალესმა ჯენი ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა. ეს ფაქტი კი ლუისს არ აპატიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რას აკეთებ ისევ აქ?“ - მედვედევმა ჯოკოვიჩს მიმართა
“რას აკეთებ ისევ აქ?“ - მედვედევმა ჯოკოვიჩს მიმართა