ხვიჩა კვარაცხელია, მარტინ ოდეგორი
Aa
Aa

„ბრწყინვალე მოთამაშეა“ - ოდეგორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. სოლბაკენის პრესკონფერენციამდე მედიასთან მარტინ ოდეგორმა ისაუბრა.

მარტინ ოდეგორმა ბათუმში გამართული შეხვედრა გაიხსენა, როცა მატჩის მიმდინარეობისას ხვიჩა კვაარცხელიას ესაუბრა. ოდეგორმა აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მატჩის მიმდინარეობისას თამაშის შესახებ ესაუბრა. მისი პასუხი მოკლე იყო, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას მაღალ სათამაშო დონეს ხაზი გაუსვა.

,,საუკეთესო ფეხბურთელია, ბრწყინვალე მოთამაშეა. ბათუმში თამაშისას ვესაუბრე, თამაშის შესახებ მქონდა კომუნიკაცია. ზოგჯერ მოედანზე მეტოქის ფეხბურთელებთან საუბარი სასიამოვნოა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ხვიჩა უმაღლესი დონის ფეხბურთელია''.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში საქართველომ ბათუმში ნორვეგიასთან 1:1 ითამაშა. აღნიშნულ მატჩში ოდეგორისა და ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო დაპირისპირება პირველად შედგა.

დიმა შარიქაძე ოსლოდან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები