ისრაელ ადესანია, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

ადესანიას მარცხი | ორი წყევლა, რომლებსაც იზიმაც ვერაფერი მოუხერხა

UFC 293-ის მთავარი მოვლენა საშუალო წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბი გახლდათ. ისრაელ ადესანია შონ სტრიკლენდს დაუპირისპირდა და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია ვიხილეთ. სტრიკლენდმა ფენომენალური გამოსვლა შემოგვთავაზა და ადესანიას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

„იზის“ მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელებში აქტიურად საუბრობენ ორ წყევლაზე, რომლებსაც ადესანიამაც ვერაფერი მოუხერხა. პირველი მათგანი ცნობილ რეპერს, Drake-ს უკავშირდება, ვისი რჩეულებიც წარმატებას ძალიან იშვიათად აღწევენ. Drake-მა ადესანიას ნოკაუტით გამარჯვებაზე ფსონის სახით, 500 000 აშშ დოლარი განათავსა და 920 000-ს იგებდა, მაგრამ გეგმები წყალში ჩაეყარა.

მეორე წყევლა ვიდეოთამაშ EA Sports UFC-ს უკავშირდება. მებრძოლები, რომლებიც თამაშის გარეკანზე ხვდებიან, რთულ მდგომარეობაში ვარდებიან. UFC 5 ძალიან მალე გამოვა და Deluxe Edition-ის გარეკანზე სწორედ ადესანია გახლავთ, სტრიკლენდის გამარჯვებამ კი ქომაგები წყევლის რეალობაში დაარწმუნა.

EA Sports UFC-ის წყევლის ისტორია

EA Sports UFC-ის (პირველი ვიდეოთამაში) გარეკანზე ჯონ ჯონსი და ალექსანდრ გუსტაფსონი იყვნენ. ვიდეოთამაშის გამოსვლის შემდეგ, ჯონსს სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს, გუსტაფსონი მომდევნო ჩხუბში ენტონი ჯონსონმა დაანოკაუტა.

EA Sports UFC 2-ის გარეკანზე კონორ მაკგრეგორი და რონდა როუზი იყვნენ. რონდა მომდევნო ჩხუბში ამანდა ნუნიესმა გაანადგურა, მაკგრეგორი ნეით დიასმა მოახრჩო.

EA Sports UFC 3-ის გარეკანზე კონორ მაკგრეგორი იყო, რომელიც მომდევნო ჩხუბში ხაბიბ ნურმაგომედოვმა დააფინიშა.

EA Sports UFC 4-ის გარეკანზე ისრაელ ადესანია და ხორხე მასვიდალი იყვნენ. მასვიდალი მომდევნო ჩხუბში კამარუ უსმანმა დაანოკაუტა, ადესანიამ ერთი ჩხუბი კი მოიგო, მაგრამ შემდეგ იან ბლახოვიჩთან დამარცხდა.

EA Sports UFC 6-ის გარეკანზე „იზის“ გარდა ალექსანდრ ვოლკანოვსკი და ვალენტინა შევჩენკო არიან. „ვოლკის“ მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით, ილია თოფურია იქნება და იმედი ვიქონიოთ, ვოლკანოვსკი წყევლას ვერაფერს მოუხერხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შონ ომალი: „ჩემი გამოსვლები მერაბის ჩხუბებზე სანახაობრივია“
შონ ომალი: „ჩემი გამოსვლები მერაბის ჩხუბებზე სანახაობრივია“