მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

შონ ომალი: „ჩემი გამოსვლები მერაბის ჩხუბებზე სანახაობრივია“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილის მისამართით დამცინავი კომენტარი გააკეთა. „შუგამ“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ყურადღება „მანქანის“ ბრძოლების სანახაობრივ მხარეზე გაამახვილა.

„ჩემი გამოსვლები (როცა მებრძოლი ჩხუბამდე ოქტაგონისკენ მიემართება) უფრო სანახაობრივია, ვიდრე მერაბის ჩხუბები“, - დაწერა ომალიმ.

დვალიშვილს „შუგა“ უპასუხოდ არ დაუტოვებია და განაცხადა: „ძმაო, პატივისცემა შენ, რადგან ჩემპიონი ხარ, მაგრამ ყველამ იცის, რომ სატიტულო ბრძოლას ჩემზე მეტად არავინ იმსახურებს. აქამდე ტოპ 15-ს მიღმა მყოფ მებრძოლებს ეჩხუბებოდი. ახლა ჩემპიონი ხარ და იწვევ ბიჭს, რომელიც ტოპ 5-ში არაა და ზედიზედ მხოლოდ 1 ბრძოლა აქვს მოგებული. შენს დივიზიონსა და საკუთარ თავს პატივი ეცი და ეჩხუბე მებრძოლს, რომელიც რიგში მომდევნოა“.

შეგახსენებთ, რომ მებრძოლი, რომელსაც ომალი იწვევს, მარლონ „ჩიტო“ ვერა გახლავთ. იგი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-6 გახლავთ და „შუგას“ კარიერაში ერთადერთი მარცხი სწორედ მან აგემა. ომალის რევანშის აღება უნდა და აცხადებს, რომ ეს ბრძოლა დიდ ფულს მოუტანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მის წარმატებაში დიდი იღბალიცაა“
„ხვიჩა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მის წარმატებაში დიდი იღბალიცაა“