დენის შროდერი
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - გერმანია კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონია

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოლოდინისამებრ დრამატული გამოდგა - გერმანიამ სერბეთს 83:77 მოუგო.

პირველი ტაიმი გახსნილი და თვალსასეირო იყო. გუნდები დიდ შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მთავარი რაც გერმანელებმა შეძლეს იყო ბოგდან ბოგდანოვიჩის შეჩერება, რომელსაც პირველი ნახევარში 17 ქულა ჰქონდა და გუნდს ლიდერობდა, თუმცა შესვენების შემდეგ ბოგდანი გათიშეს და თამაშიც მოიგეს.

მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო წუთები მაინც დაძაბული იყო და მარკო გუდურიჩს ერთი წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა გადამწყვეტი სამიანი გააცუდა და გერმანიას 5 ქულით წინ გასვლის საშუალება მისცა.

ფინალურ შეხვედრაში ყველაზე მეტი 23 ქულა დენის შროდერმა ჩააგდო. ფრანც ვაგნერს 19 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა.

სერბების მხრიდან 21 ქულა ავრამოვიჩმა ჩააგდო, 17 ქულა და 5 გადაცემა ჰქონდა.

ამრიგად, გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში პირველად მოიგო, ტურნირი კი დაუმარცხებლად განვლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მან ისაუბროს, მე კი სახეში დარტყმით გავაჩუმებ“ - ვოლკიმ თოფურიასთან ბრძოლა დააანონსა
„მან ისაუბროს, მე კი სახეში დარტყმით გავაჩუმებ“ - ვოლკიმ თოფურიასთან ბრძოლა დააანონსა