ჰანსი ფლიკი, გერმანიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრებიდან გაათავისუფლეს

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ, ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ინფორმაცია ფედერაციის ოფიციალურ გვერდს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, მაგრამ ამის შესახებ რამდენიმე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი და სააგენტო წერს, მათ შორის არიან ფაბრიციო რომანო, ჯანლუკა დი მარციო, გერმანული Bild-ი და ა.შ.

ფლიკის გათავისუფლების მთავარ მიზეზად ბოლოდროინდელი წარუმატებლობა სახელდება. მისი ხელმძღვანელობით, გერმანიის ნაკრებმა ბოლო ხუთი შეხვედრიდან 4 წააგო და 1 ფრედ ითამაშა. ამასთან, გუშინ, ბუნდესნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში იაპონიასთან 1:4 დამარცხდა, რამაც გუნდში ფლიკის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

ასევე, გერმანულ მედიაში იწერება, რომ ჰანსი ფლიკის შეცვლის მთავარი კანდიდატი იულიან ნაგელსმანია, რომელიც ბოლოს მიუნხენის „ბაიერნს“ წვრთნიდა და ის თანამდებობიდან გასული სეზონის შუაში გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრი: არაბეთში უკვე ახალგაზრდებიც მიდიან, ეს უნდა გაკონტროლდეს
როდრი: არაბეთში უკვე ახალგაზრდებიც მიდიან, ეს უნდა გაკონტროლდეს